ქუთაისში, ერთ-ერთ სკვერში სპეციალური ენერგიის გამომამუშავებელი
ველოსიპედები დამონტაჟდება. ველოსიპედების საშუალებით მსურველებს შეეძლებათ ენერგიის გამომუშავება და ნებისმიერი ტექნიკური ნივთის დატენვა.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგი” 350.ორგ-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
“Сharging Eco Space”-ის ფარგლებში, ველოსიპედების დამონტაჟების გარდა, ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება.
ველოსიპედები ქალაქში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განთავსდება.