ქუთაისის ილია ჭავჭავაძის
სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
აღნიშნული შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა, სადაც განიხილეს თუ რატომ უნდა იქნას არჩეული ნატო და ევროკავშირი, რა არის ვიზალიბერალიზაცია და რა ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.
“ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის მითებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი გამოვიდა,”-განაცხადა ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართულ და ინგლისურენოვანი თემატური ლიტერატურა გადაეცა, რომელიც სამკითხველო დარბაზში განთავსდება.
შეხვედრები იმერეთის რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. სამიზნე ჯგუფებს სტუდენტები, საჯარო დაწესებულების თანამშრომლები და სხვ. წარმოადგენს.