ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ
როდინაულის გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გუბერნიის ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს აკავშირებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ფაქტობრივად გაუქმებული იყო. ასევე, მოსახლეობას გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.
პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა. ასევე, განხორციელდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. მდ. ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს კი ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.
15 კმ-იანი მონაკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდე შეადგენს.