ქუთაისში “სკეიტ პარკის” მშენებლობა დაიწყება.

 

აღნიშნულის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-4 სხდომაზე განაცხადეს.

“სკეიტ პარკის” მოწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში იგეგმება.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინასდება.

2018 წლის ბიუჯეტში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის 850 000 ლარია გათვალისწინებული. როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, “სკეიტ პარკის” მოწყობა აღნიშნული თანხის ნაწილიდან განხორციელდება.

სკეიტერები პარკის მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *