“ე. წ. ჭკვიანი კამერები განთავსდება სოფელ
ქვიტირში რესტორან ,,ამირანისა”” და სოფელ ფარცხანაყანევში პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიებზე ,” – ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მერიაში ამ განცხადებით ქვიტირში გუშინ გამართულ აქციას უპასუხეს. აქციის მონაწილეები მაგისტრალზე კამერების დამონტაჟებას ითხოვდნენ.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს სამეთვალყურეო კამერები ყველა იმ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დამონტაჟდება, სადაც საგზაო უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. ე. წ. ჭკვიანი კამერები განთავსდება სოფელ ქვიტირში რესტორან ,,ამირანისა”” და სოფელ ფარცხანაყანევში პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიებზე, რასაც ითხოვდნენ სოფელ ქვიტირში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები. ვწუხვართ, რომ აღნიშნულ მაგისტრალზე გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები, სამძიმარს ვუცხადებთ 28 იანვარს ავარიის შედეგად დაღუპულის ოჯახს”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.