იმერეთში ორი ახალი სასტუმრო აშენდება.

ერთი ქუთაისის აეროპორტთან და ერთი ვანში. სასტუმროების მშენებლობას “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი” გეგმავს.

“ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი მიწა შევიძინე, სადაც ახლო მომავალში სასტუმროს ავაშენებ. ასევე ვგეგმავ ვანში 20-25 ნომრიანი სასტუმროს აშენებას, რადგან ვანი, როგორც ძველი არქიტექტურული ქალაქი, მალე ყველა იმ მარშრუტში იქნება ჩართული, რომელსაც ტურისტები გაივლიან,” – ამბობს “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის” დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე.

სასტუმროების მშენებლობაზე 3-4 მილიონი დოლარია გათვლილი.

bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *