2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 405 456 შეადგინა,
რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 49%-ით მეტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა 31%-ითაა გაზრდილი. 2017 წელს მათმა რაოდენობამ 1 628 შეადგინა.