იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა.
შემაჯამებელ განცხადებაში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადასხვა პროგრამების ჩამონათვალი მოხვდა.
“► 2017 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 59 169 130 ლარი დაიხარჯა
► საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 45 393 555 ლარი დაიხარჯა, დაიგო და რეაბილიტირდა 207,45 კმ გზა
► საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 3.461.313 ლარი დაიხარჯა
► აშენდა 3 ახალი საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 საბავშვო ბაღს, ახალი კორპუსების მიშენება განხორციელდა 4 საბავშვო ბაღზე
► კულტურული ობიექტების მშენებლობა – რეაბილიტაციაზე 216 767 ლარი დაიხარჯა
► ვანში კალისტრატე ცინცაძის სახლ–მუზეუმისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხონში სამხატვრო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხატვრო–სამუსიკო სკოლა გაიხსნა
► სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეაბილიტაციაზე 2 055 627 ლარი დაიხარჯა
► აშენდა და მოეწყო 35 სპორტული მოედანი და მინი სტადიონი, ხოლო 55 სპორტულ მოედანს ნაწილობრივი ან სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რეგიონში აშენდა საჭიდაო და ძალოსნობის დარბაზები და ასევე, სრულად რეაბილიტირდა ტყიბულის საცურაო აუზი
► 2017 წელს იმერეთის რეგიონში 34 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა. ექსპლუატაციაში მიიღეს 671 კმ-ი გაზ/გამანაწილებელი ქსელი
► 2017 წელს იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში დასრულდა ელექტორენერგიის აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება
► იმერეთის რეგიონში 124 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
► რეგიონში “დანერგე მომავლის” პროგრამით 2017 წელს 48 ბენეფიციარი დაფინანსდა, გაშენდა 198,3 ჰა ბაღი
► 2017 წელს იმერეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწობისათვის აგროკრედიტის ფარგლებში 94 სესხი გაიცა 89 ბენეფიციარზე – სესხის მოცულობა 4 694 420 ლარია; ხოლო 31 ბენეფიციარზე გაცემული 32 სესხის მოცულობას 3 836 085 UშD. შეადგენს
► 2017 წელს პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, რეგიონში დაფინანსდა და მოქმედება დაიწყო სამმა ახალმა საწარმომ
► 2017 წლის მდგომარეობით რეგიონში აგროკრედიტებით შექმნილი და გადაიარაღებულია 17 საწარმო
► აგროწარმოების ხელშეწობის პროგრამაში IFAD 2017 წელს ჩაერთო 2 ბენეფიციარი. გრანტის მოცულობა 71 730 ლარია, ჯამური ინვესტიცია – 179 325 ლ
► 2017 წელს ქუთაისში 6 ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 480 დევნილი ოჯახისთვის
► წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახისთვის 2 ათსართულიანი კორპუსი შენდება
► 2017 წელს, “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში სამინისტრომ სახლი შეუსყიდა 60 დევნილ ოჯახს, მათ შორის 19-ს ქუთაისში
► იმერთის რეგიონში 2017 წელს სოციალური შემწეობას 19 349 ოჯახი იღებდა
► სოციალური პაკეტის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა 29, 269 – ია
► 2017 წელს პროფესიული მომზადება – გადამზადება 325 – ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა გაიარა, მათგან 40 ადამიანი დასაქმდა
► 2017 წელს გასულ წელთან შედარებით ტურისტთა მატებმა 36 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ტურისტთა ხვედრითმა წილმა ტურისტთა საერთო რაოდენობაში 38 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 19 პროცენტით აღემატება
► ქუთაისში 2017 წელს 4 დიდი სასატუმრო, ხოლო ათობით შედარებით მცირე სასტუმრო სახლი და ჰოსტელი ამოქმედდა
► ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მისი ორიგინალური ტექნოლოგიის გაცნობისა და ფერმერულ მეურნეობებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის, იმერეთის რეგიონში 24 ნიშნული დამონტაჟდა თერჯოლის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში,”-ნათქვამია განცხადებაში.