ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები, სუვენირები და მისალოცი ბარათები,
ხალხური რეწვის ნიმუშები ქუთაისში გასაყიდად 30 დეკემბერს დილის 10 საათიდან გამოიფინება. ღონისძიება 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველების სიმრავლის შემთხვევაში, გამოფენა-გაყიდვა, შესაძლოა, მომდევნო დღეებშიც ჩატარდეს.
მერიაში აცხადებენ, რომ მონაწილეები შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფილნი იქნებიან. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ორგანიზაცია და დღის ცენტრი უკვე დარეგისტრირდა.
საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე შეუძლია.
გამოფენა-გაყიდვა მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
საახალწლო ბაზრობა ყოველ წელს ტარდება.