წყალტუბოში, გიორგი ახვლედიანის სახელობის
მხარეთმცოდნეობის მუზეუში კონკურსი-ვიქტორინა “ვინ უკეთ იცის წყალტუბოს ისტორია?” გაიმართა. მაში ქალაქში მოქმედი სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
კითხვები ისტორიული წყაროებს წყალტუბოს შესახებ, ქალაქის კურორტად შექმნის საინტერესო ეპიზოდებს, ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბალნეოლოგიური წყლების სამეცნიერო კვლევებში და სხვადასხვა თემებს ეხებოდა.
ვიქტორინას მუზეუმის ხელმძღვანელი – ია კუხალაშვილი უძღვებოდა.
I ადგილი მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლამ (147 ქულა) დაიკავა, II ადგილი ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქის პირველი საჯარო სკოლამ (142 ქულა), III ადგილი კერძო სკოლამ “ოცნება” (141 ქულა) მოიპოვა, მეოთხე და მეხუთე ადგილები სასულიერო გიმნაზიამ და მესამე საჯარო სკოლამ გაინაწილეს.
ვიქტორინაზე კაპიტნების კონკურსში გამარჯვება პირველი საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ია მიქაძემ მოიპოვა.
დაჩი იოსელიანმა გამარჯვებულ გუნდს მამის წიგნი – “წერილები დაჩის” გადასცა. კაპიტნების კონკურსის გამარჯვებული კი საკრებულოს წევრმა ბადრი პაპავამ დააჯილდოვა.
კონკურსში მონაწილე გუნდები სიგელებით და წიგნებით დაჯიდლოვნენ.