ვანის მუნიციპალიტეტი ახალ წელს 29 დეკემბერს შეხვდება.
საახალწლო კონცერტი, ტრადიციული თარიღის 31 დეკემბრის ნაცვლად, 29-ში 16:00 საათზე დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ საახალწლო სამზადისი თითქმის დასრულებულია. ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ნაწილში საახალწლო განათება უკვე ჩართულია.
ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიებისათვის მზადება კი ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში უკვე დაიწყო.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის კომენტარი: