ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სამონტაჟო
სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორთან ერთად საახალწო მორთულობების სამონტაჟო სამუშაოებს გუშინ პირადად დაესწრო. ქუთაისის მერის განცხადებით, განათებების ნაწილი 2-3 დღეში ჩამოვა და სამონტაჟო სამუშაოებიც დასრულდება. ცისფერყანწელთა ქუჩაზე ახალი ნაძვის ხე დაიდგმება, რომლის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
,,უკვე ჩამოვიდა ახალი საახალწლო განათებების ნაწილი. 2-3 დღეში ველოდებით დანარჩენს. რამდენიმე დღეში დასრულდება სამონტაჟო სამუშაოები და ერთიანად განათდება ყველა ის უბანი, სადაც საახალწლო მორთულობები დამონტაჟდება,”-განაცხადა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.