ავიაკომპანია “ვიზეარი” რიგის მიმართულებით ახალ ავიამიმართულებას ამატებს.
“ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს.
ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან იწყება.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყნაში დაფრინავს.