ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით 20 000 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
მიმწოდებელმა ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისათვის სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურება უნდა უზრუნველყოს.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სპეციალისტებით უზრუნველყოს სცენის, გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.
წინადადებების მიღება 15 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
აღნიშნული მომსახურების გაწევა მიმწოდებელს 2017 წლის 31 დეკემბერს ევალება.