წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში
17 წლის მოზარდი გულის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ. ახლობლების ინფრომაციით, მოზარდებს შორის კამათი ხშრი იყო.
გარდაცვლილის ახლობლები და მეზობლები ამბობენ,რომ ბრალდებულის ოჯახს სოფელში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).