ქუთაისში 2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის
ფეიერვერკების შესაძენად 13 ათასი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერი SPA170015076 ქუთაისის მერიამ 29 ნოემბერს გამოცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:
“მიმწოდებელმა” უნდა განახორციელოს 2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის ფეიერვერკების შესყიდვა და თანმდევი მომსახურება – ფეიერვერკების გაშვება.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე.
“მიმწოდებელი” ვალდებულია 2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის ფეიერვერკების (თანმდევი მომსახურებით – ფეიერვერკების გაშვება) შესყიდვა განახორციელოს 2017 წლის 31 დეკემბრის 12 საათისათვის.
სატენდერო წინადადებების მიღება 5 დეკემბერს იწყება და 7 დეკემბერს მთავრდება.