იმერეთის მუნიციპალიტეტებში
უხვი ნალექი პრობლემებს ვერ შექმნის. აღნიშნულის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინსტრაციაში აცხადებენ.
“ცუდი ამინდის შემთხვევაში, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი მობილიზებული იქნება. მუნიციპალიტეტებში არის სპეც ტექნიკა, რომლის საშუალებითაც იწმინდება თოვლი.ასეთ დროს, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის,”-ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.