შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების შესახებ ისაუბრეს, რომელთაც შვედეთის მთავრობა სრულად აფინანსებს.
ასოციაციის წარმომადგენელი, ნესტან კაპანაძე განმარტავს, რომ პროგრამის მთავარ მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს შვედეთში განათლების მიღებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით.
“დაინტერესებულ პირებს შვედური უნივერსიტეტები ევროპულ განათლებას სთავაზობს. ყველა ხარჯს შვედური ინსტიტუტის პროგრამები აანაზღაურებს. ვფიქრობ, დაინტერესებულ კანდიდატებს ცხოვრების შემცვლელი გამოცდილება ელით,”- განაცხადა კაპანაძემ.
ახალგაზრდა პროფესიონალების საზაფხულო პროგრამის შესახებ ისაუბრა შვედური ინსტიტუტის წარმომადგენელმა ანა მაზმიშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა საჯარო მოხელეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ.
“პროექტის მონაწილეებს საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და შვედ კოლეგებთან შეხვედრა შეეძლებათ. პროგრამა ორკვირიან სტაჟირებასაც მოიცავს,”- განაცხადა მაზმიშვილმა.
წერეთლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, ლექსო ჩოგოვაძის თქმით, მგავსი პროეტები ევროპული განათლების მიღებისა და პიროვნული წონსვლისათვის საუკეთესოა.
შვედური ინსტიტუტის კურსდამთვრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წელს დაარსდა.