ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია Wizz Air-ი „ვარდისფერი“ პარასკევის შეთავაზებას აანონსებს და დღეს, 24 ნოემბრის ღამის 12 საათამდე დაჯავშნილ ყველა რეისზე 20%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს.
მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით და სასურველი მიმართულებით ახალი მოგზაურობა სწორედ „ვარდისფერ“ პარასკევს დაჯავშნონ. Wizz Air-ი ადასტურებს, რომ აღნიშნული შემოთავაზება ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომია.