ქუთაისში, სპორტის სასახლის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი მოხალისეებმა დაასუფთავეს.
სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა სტუდენტებმა, ლექტორებმა და სხვ. მოქალაქეებმა მიიღეს.
სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის თქმით, ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები უფუნქციოდაა დარჩენილი, რაც, მისივე თქმით, ადგილის ანტისანიტარიის კერად გადაქცევას უწყობს ხელს.
“მიწისქვეშა გადასასვლელებში სრული ანტისანიტარიაა. გადავწყვიტეთ, დღეს სპორტის სასახლის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი დავასუფთაოთ. ამის შემგომ, კი მოვხატოთ. გარდა ამისა, გადასასვლელების ინფრასტრუქტურული მოწყობისათვის ქალაქის მერიასთან თანამშრომლობასაც ვგეგმავთ,”-განაცხადა საღინაძემ.
აქციის ფარგლებში ქუთაისში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება და მოხატვაც იგეგმება.