ქუთაისში ფოტოკონკურს “ილოს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის, რომლის დაჯილდოების ცერემონია თიბისი გალერეაში გაიმართა, თემა თავისუფალი იყო. მასში 30-მდე ავტორი მონაწილეობდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილის მფლობელი გიორგი ჯანელიძე გახდა. მეორე ადგილი ხატია ჭარხალაშვილს ერგო, მესამე ადგილზე კი მინდია ჩანქსელიანმა დაიკავა.
“კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. წელს ერთი მონაწილე გერმანიიდან გვყავს. გარდა ამისა, ნამუშევრები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან გამოგვიგზავნეს. კონკურსი ახალი სახელების აღმოჩენაში გვეხმარება,”-განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა თამთა თურმანიძემ.
გამარჯვებულებს ფულადი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
“ფოტო ფოთში, ზღვის სანაპიროზე გადავიღე. კონკურსში მეორედ ვმონაწილეობ და ძალიან გამახარა ჟიურის გადაწყვეტილებამ,”-განაცხადა პირველი ადგილის მფლობელმა გიორგი ჯანელიძემ.
ფოტოკონკურსი “ილო” ქუთაისში მე-10 წელია ტარდება.