“ქართული მარშის” წევრები “ტორპედოს” სტადიონზე შეიჭრნენ.
გია კორკოტაშვილის განმარტებით, საქართველო-ბელარუსიის ამხანაგურ თამაშზე “ქართული მარში” იმიტომ შეიჭრა, რომ გურამ კაშიას საქციელი გააპროტესტოს.
კორკოტაშვილის განცხადებით, კაშიას ქართველი გულშემატკივარის გულის ტკენისათვის ბოდიში აქვს მოსახდელი.
უცენზურო სიტყვების გამოყენებისა და ასაფეთქებლების სროლისთვის “ქართულ მარშს” სპეცრაზმმა სტადიონი დაატოვებინა.
აქტივისტები გიორგი კაშიას ბრალს ლგბტ პროპაგანდაში სდებენ.