პენსია 2019 და 2020 წლებში
გაიზრდება,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, სიტყვით გამოსვლის ბოლოს განაცხადა. ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა ფუჭ დაპირებებს არ იძლევა.
“ჩვენ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არჩევნების დროს ეს განცხადება არ გაგვიკეთებია. არ მივეცით ფუჭი დაპირებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაძლევთ ხალხს დაპირებებს, რომლებსაც ვასრულებთ. ჩვენ დავპირდით მოქალაქეებს 2016 წელს , რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, რომ 4 პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა. ჩვენ უნდა მოვცეთ ის დაპირებები, რომლებსაც შევასრულებთ. ჩვენ 2019 წელს გავზრდით პენსიას, ჩვენ პენსიას გავზრდით 2020 წელს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრს სიტყვით გამოსვლისას არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი ლარით მოხდება პენსის გაზრდა.
ევროპული საქართველოს” წევრის კითხვის პასუხად ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2019 – 2020 წელებში პენსია 20-20 ლარით მოიმატებს.