გარემოს ეროვნულო სააგენტო საქართველოს
ტერიტორიაზე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.