“ქუთაისის 10-ივე მაჟორიტარულ ოლქში
ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა,”- განცხადება #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გააკეთა.
რაც შეეხება პარტიული სიით ჩატარებულ არჩევნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველი ადგილი “ქართულმა ოცნებამ”, მეორე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო მესამე “ევროპულმა საქართველომ” დაიკავა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატების შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ საჯაროვდება.
“ყველა უბანი დათვლილია, თუმცა თითოეული ოქმი უნდა გადამოწმდეს.რომელიმე უბანზე ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რომელმაც მათი გაბათილება გამოიწვიოს,”- განაცხადა ოსეფაიშვილმა.
არჩევნებში მონაწილეობა 54 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო.