15 საათისათვის ქუთაისში არჩევნებში
მონაწილეობა 35 904-მა ადამიანმა მიიღო. #59 საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნებზე საერთო ამომრჩევლის 23,53 პროცენტი მივიდა.
“შედეგები მეტია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, თუმცა ნაკლებია საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში,”- განაცხადა ოსეფაიშვილმა.
რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ამ ეტაპზე 8 საჩივარია შესული. ოსეფაიშვილის თქმით, ყველა მათგანს ყურადღება მიექცევა და განსაზღვრულ ვადებში რეაგირებაც მოჰყვება.