ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე
5 ბიულეტენი გაბათილდა. ბიულეტენები მას შემდეგ იცნო ბათილად, რაც “ინსტიტუციონალური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” დამკვირვებელმა დარღვეა აღმოაჩინა.
მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, რუსუდან სახარიძის განმარტებით, უბანზე საარჩევნო ყუთში ჩასაგდებ საკონტროლო ფურცელზე დროის მითითება დაავიწყდათ.
“შემთხვევაზე რეაგირება მოხდა. კურატორმა შეწყვიტა საარჩევნო პროცესი, უკვე ჩაგდებული 5 ბიულეტენი გაუქმდა და ხმის მიცემის პროცესი თავიდან დაიწყო,-განაცხადა რუსუდან სახარიძემ.
დარღვევაზე კომენტარს არ აკეთებს 64-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ამ დროისათვის 59-ე საარჩევნო ოლქში 6 კანონდარღვევა დაფიქსირდა.