21 ოქტომბერს, არჩევნების დღეს საარჩევნო სუბიექტებს,
პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, შეეძლებათ გამოიყენონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების სივრცე და კომპიუტერული ლაბორატორია ინფორმაციის გაცვლის, კოორდინაციის, სამოქალაქო აქტივობისა და მედიასთან ურთიერთობისთვის.
დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედია ცენტრები შაბათს, 21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნების დღეს იმუშავებს 7:00 საათიდან გვიან ღამემდე.