ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩა N40ბ-ს სამხრეთით
მდებარე მიწის ნაკვთს ჰყიდის. 2968 კვადრატული მეტრი ფართობი 74 ათას 200 ლარადაა შეფასებული. ამავდროულად იყიდება ახალგაზრდობის გამზირი N64-ის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთიც. მისი ღირებულება 6825 ლარია და 273 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
გაყიდვაშია ონის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიც. 124 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულება 3100 ლარია. ასევე იყიდება სადგურის მოედანი N3-ის მიმდებარედ და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებული, ერთ ლოტად გაერთიანებული მიწის ნაკვეთები. სულ 246.3 კვადრატული მეტრი. ღირებულება 39408 ლარი.
გასაყიდად აუქციონზე გატანილია დ. აღმაშენებლის გამზირი N16-18-ის ჩრდილოეთით მდებარე 526 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მისი ღირებულება 80478 ლარია.
კ. გამსახურდიას ქუჩა N51ა-ში მდებარე 3930 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი 2000 ლარადაა შეფასებული. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ნაკვეთი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 369 კვადრატული მეტრია 46125 ლარადაა შეფასებული.
ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ნაკვეთი N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 430 კვადრატული მეტრია და 53750 ლარი ღირს.
ნიკეას ქუჩა მე-8 ჩიხი N2-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 3383 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კი 84575 ლარი ღირს.
ბუხაიძის ქუჩის მეორე ჩიხი N2-ის ჩრდილოეთით და გ. ტაბიძის ქუჩა N3ა-ში მდებარე, ერთ ლოტად გაერთიანებული მიწის ნაკვეთები 531615 ლარადაა შეფასებული და სულ 3431 კვადრატული მეტრია.
ბუხაიძის ქუჩა N12-ის ჩრდილოეთით/ბუხაიძის ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები, სულ 1289 კვადრატული მეტრი 161125 ლარია.
შერვაშიძის ქუჩა N53-ის სამხრეთით მდებარე მიწის ნაკვეთი 140500 ლარი ღირს და 1124 კვადრატული მეტრია.
ჯავახიშვილის ქუჩა N83ე, ნაკვეთი N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 116125 ლარადაა შეფასებული და 929 კვადრატული მეტრია.
ირ. აბაშიძის გამზირი N21ა-ს სამხრეთით მდებარე 2602კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულება 234180 ლარია.
ირ. აბაშიძის გამზირი N26ა-ში და ირ. აბაშიძის გამზირი N26ბ, ნაკვეთი N2-ში მდებარე ერთ ლოტად გაერთიანებული 724კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები 90500 ლარი ღირს.
ცახელის ქუჩა N2ა-ს სამხრეთით მდებარე 943კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი 23575 ლარადაა შეფასებული.
ავტომშენებლის ქუჩა N92-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთი 11775 ლარი ღირს და 471 კვადრატული მეტრია.
ბუკიას ქუჩა N10-ის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 2621კვადრატული მეტრია 99598 ლარადაა შეფასებული.
გუგუნავას ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი N2), გუგუნავას ქუჩა N10 (ნაკვეთი N1-1) და გუგუნავას ქუჩა N10 (ნაკვეთი N1-2)-ში მდებარე ერთ ლოტად გაერთიანებული მიწის ნაკვეთების ღირებულება 129542 ლარია და 3461 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ტენდერი ყველა მიწის ნაკვეთზე 22 სექტემბერს გამოცხადდა და 9 ოქტომბერს დასრულდება. შემსყდველმა აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა უნდა განხორციელოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში. ჯამში სულ ქუთაისის მერია 2 მილიონზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთს ჰყიდის.