19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა გერმანიაში
გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ბახვა იმედაძე 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა აკაკაი წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო და გერმანიაში გაცვლითი სასწავლო კურსით იმყოფებოდა და სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა.
რადიო “ძველი ქალაქი” მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.