ბოლო 2 წლის მანძილზე ქუთაისში
მერიამ 130 ხე დარგო. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბურჯალიანმა განუცხადა, ქალაქში მწვანე საფარის განახლება სეზონურად, ტენდერებით ხდება.
“ორი საბავშვო ბაღი აშენდა ერთი ავტოქარხანაში, მეორე სულხან-საბს დასახლებაში. სადაც ეზოს კეთილმოწყობის დროს გათვალიწინებული იქნა და დაირგო 60 ძირი ვერცხლისფერი ნაძვი. გარდა ამისა, რუსთაველის 37 ნომრის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მოხდა და ბუხაიძის ქუჩაზე ახალი გაკეთდა, სადაც დაირგო მწვანე , წიწვოვანი ნარგავები. საფიჩხიაზე დაირგო 30 ძირი კვირაპოსის ხე”, – ამბობს ნატო ბურჯალიანი.
მისი თქმით, გარდა პროექტებით გათვალიწინებული რაოდენობისა, ხეებს სხვადასხვა აქციების ფარგლებში რგავენ არასამათავრობოებისა და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე. ნატო ბურჯალიანი ამბობს, რომ ქალაქში მწვანე საფარი 70 წლისაა და განახლებას საჭიროებს.
უფრო ვრცლად თემის შესახებ რადიო “ძველი ქალაქი” უახლოეს მომავალში მულტიმედია პროექტის სახით გიამბობთ.