ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ არსებულმა „ქალთა კლუბმა“,
მეთერთმეტე წლის ათვლა დაიწყო. შეხვედრა კლუბის წევრებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა და თავჯდომარემ ქეთი ბერძენიშვილმა, წევრებს საანგარიშო წლის ტრადიციულ ღონისძიებებსა და სიახლეებზე ესაუბრეს. კლუბის ახალმა წევრებმა საინტერესო ინიციატივები გამოთქვეს, რომელსაც საანგარიშო წლის მანძილზე განახორციელებენ. 2017-18 წელბი დაეთმობა როგორც საქმევლოქმედო აქციებს, ასევე კულტურულ-შემეცნებით, სამედიცინო-საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ ღონისძიებებს. „აღმოჩენების“ წლად წოდებული წელი დატვირთული იქნება თავად კლუბის წევრების სახელოვნებო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ინიციატივების წარმოჩენით. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერ აქციებს. პირველი ღონისძიება რომელსაც „ქალთა კლუბი“ ოქტომბრის ბოლოს გამართავს, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონში, სხვადასხვა მუხლებში შესულ ცვლილებებს დაეთმობა. ტრენინგზე დასწრება შეეძლებათ კლუბის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტებს და მედიის წარმომადგენლებს. შემდეგ კი კლუბის წევრი ქალბატონები სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და მოსწავლეებთან ერთად ხეებს დარგავენ.