წყალტუბოში ხანძარს ერთი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით კოლხეთის ქუჩაზე მოხდა. მეხანძრეებმა შენობაში 88 წლის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
მეზობლების ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გარდაცვლილმა თვითმკვლელობის მიზნით, ცეცხლი თავად გააჩინა. მათივე თქმით, ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა.
მომხდართან დაკაშვირებით შინაგან საქმეტა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.