საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ორგანიზებით ქუთაისის მერიაში
სპორტსმენებისთვის და მათი მწვრთნელებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით სემინარის მიზანია სპორტსმენებს მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას დოპინგის შემცველი პრეპარატები.
“ანტი-დოპინგური კამპანია საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო, ჩვენი ეროვნული ანტი-დოპონგური პროგრამის ძირითადი ნაწილია ამ კუთხით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ჩვენ დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს გავაცანით თუ რა არის დოპინგი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მოხმარებას,”-საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარემ თეიმურაზ უკლებამ.