რას აკეთებს ქალი, როცა ის ეტლით მოსარგებლე, უსინათლო ან ნებისმიერი
სხვა შეზღუდვის მქონეა და ექიმის დახმარება სჭირდება? პირველ რიგში, ფიქრობს, ვინ გაიყოლოს საავადმყოფოში – ვინ დაეხმარება ჯერ იქამდე მისვლაში, შემდეგ კი შენობის შიგნით გადაადგილებაში. როგორი ექიმი შეხვდება – ეცოდინება თუ არა, რომ მას შედარებით განსხვავებული საჭიროებები აქვს?
სიტუაცია რთულდება, თუ ქალს გინეკოლოგის კონსულტაცია სჭირდება – როგორ გამსინჯავს? აქვს თუ არა სპეციალური სავარძელი? – ეკითხება საკუთარ თავს. ფიქრობს იმაზეც, რომ შესაძლოა, არ უნდოდეს მისი ჯანმრთელობის შესახებ მისმა გამყოლმა, თუნდაც ოჯახის წევრმა, ყველაფერი იცოდეს.
შეკითხვების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, თუ ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ცხოვრობს ინსტიტუციაში და საქმე მის სომატურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.
იხილეთ მასალა – ცრუ რწმენები ქალებზე – როცა საკუთარ ჯანმრთელობას ვერ იცავ