საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 429 დევნილ ოჯახს გადასცემს.

სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება დევნილი ოჯახების სია, რომლებიც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებენ. 

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 21 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი იხურება. 

“მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება ქუთაისში, ი.აბაშიძის ქ. N27-ში, სამინისტროს ტერიტორიულ სამმართველოში გაიმართება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გთავაზობთ სიებს: 

ერთოთახიანი ბინები

ოროთახიანი ბინები

სამოთახიანი ბინები

3+1ოთახი

ნგრევადი ობიექტები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ – http://www.mra.gov.ge/geo/news/show/189/10555

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *