ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში შეძენილ პროდუქციაში, რომელიც “კორიდა” სოსისი “ნამცეცა”-ს ეკუთვნის
, მომხმარებელმა მოხარშვის შემდეგ მატლები აღმოაჩინა.
“შევიძინე მარკეტში საბავშვო სოსისი ბავშვებისთვის , გარედან არაფერი ეტყობოდა, როდესაც მოვხარშე თეთრი მატლები ამოვიდა, მივედი მაღაზიაში და მითხრეს პროდუქცია ვარგისიანი იყო, თუმცა აუცილებლად მოახდენდნენ ამ ფაქტზე რეაგირებას,”-აცხადებს მოქალაქე.
რადიო “ძველი ქალაქი” შეეცადა ხორცპროდუქტების კომპანიას “კორიდას” დაკავშირებოდა, თუმცა მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს.
“სურსათის ეროვნულ სააგენტოში” განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქემ 15-01-ზე უნდა დარეკოს, შეატყობინოს ფაქტის შესახებ და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდენს სურსათის ეროვნული სააგენტო რეაგირებას.