ქუთაისში, გაპონოვის ქუჩის
მეოთხე ჩიხში ხანძარს 5 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
“დაახლოებით იქნებოდა 12-ის ნახევარი. ყველას დავუძახე, სახანძრო გამოვიძახეთ და მალე მოვიდა. ცეცხლი ფანჯრიდან გამოვარდა. სახლში არავინ არ იყო. დასავენებლად იყვნენ წასულები ყველანი. არ ვიცი რას შეიძლებოდა ხანძარი გაეჩინა. შეიძლება კონდენციონერი დარჩათ ჩართული”, – ამბობს დაზარალებულის მეზობელი მანანა ბოდოკია.
სახანძრო- სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრამდე ფართი. კონკრეტულად, 2 ოთახი თავისი ინვენტარით. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.