ოთარ ხმელიძემ, რომელიც საქართველოს
ბანკთან ქუთაისში 3 დღე შიმშილობდა, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტა. ხმელიძე აცხადებს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის აგრძელებს და ამას სასამართ;ლო გით მიაღწევს, როგორც მან განაცხადა, სამართლომ აუქციონი შეაჩერა.
“ამ ეტაპზე ვწყვეტ შიმშილობას. აუქციონი ჩემი ბინის გასაყიდად შეწყვეტილია. სამართლომ შეაჩერა მანამ, სანამ დავა არ გადაწყდება. ბაკიდან შიმშილობის პერიოდში არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. რადგან სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, შევწყვ9იტე შიმშილობა. სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა ოთარ ხმეიძემ.
შეგახსენებთ, ახალგარდა “საქართველოს ბანკს” მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ის სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს. ანუ იმ შემთხვევაში თუ ხმელიძე სესხის გადახდის გრაფიკის დაარღვევს, 22 ათას ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება.