ქუთაისში ბანკებისგან დაზარალებული
მოქალაქეები აქციას გამართავენ. აქცია 11 საათზე, დღეს ცენტრალურ ბაღშია დაგეგმილი.
აქციის მონაწილეები მაღალ საპროცენტო განაკვეთს, სახელწმიფოსა და ეროვნული ბანკის მხრიდან მოქალაქეებისადმი უყურადღებობას გააპროტესტებენ. ისინი აგრეთვე სოლიდარობას გამოუცხადებენ საქართველოს ბაკნთან მოშიმშილე ახალგაზრდას, ოთარ ხმელიძეს. ის მესამე დღეა ბაკნთან კარავში ათევს ღამეს და შიმშილობს.