ქუთაისში, საქართველოს ბანკთან,
ახალგაზრდა ისევ შიმშილობს. ოთარ მხეიძე მეორე დღეა ბანკს საჯაროდ უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და პირგასამტეხლოს გაუქებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თუ სესხს გრაფიკით ვერ გადაიხდით სახლს 40 ათას ლარად გაუყიდიან. ახალგაზრდა ამბობს, რომ თავის დროზე როცა 10 დღიანი ვადაგადაცილება ჰქონდა თანხის გადახდის საშუალერბა არ მისცეს და სახლი ბანკმა აუქციონზე ისე გაიტანა, რომ მისთვის არ უცნობებიათ. მოგვიანებით აუქციონი თავად ბაკნმა შეაჩერა.
ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ შეუძლიათ ბაკში სატელეფონო საუბრები გაასაჯაროვონ.
“გადაეცით ბანკს, რომ მოქალაქე თემის განხილვას საჯაროდ ითხოვს. ხომ იწერენ კლიენტის საუბარს მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით. როგორ მანიპულირებდნენ, რას მთავაზობდნენ, დროს როგორ წელავდნენ. უთხარით, რომ არ აქვს თავად პრობლემა შეგხვდეთ და თუნდაც საჯაროდ განიხილოს თემა-თქო. თუ მე ვიტყუები გახდეს საჯარო ყველაფერი”, – ამბობს ოთარ ხმელიძე.