ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, “მაკდონალდისის”
უკან, ტაძრის მშენებლობა ორ კვირაში დაიწყება. პროექტის ავტორი, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილია. მისი თქმით, ტაძარი სამთავისის მსგავსი, ჯვარ-გუმბათოვანი იქნება.
“ალბათ 2 კვირაში დაიწყება მიწის გაჭრა, მომზადება და ამასობაშ რაღაც კონსტრუქციული გათვლებიც იქნება. ტაძარი იქნება ჯვარ-გუმბათოვანი. სამთავსისს რომ მოგვაგონებს დაახლოებით ისეთი. სიმაღლე იქნება იატაკიდან ჯვრის ძრამდე დაახლოებით 20 მეტრი და ეს საკმაო სიმაღლეა”, – ამბობს არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი.