ქუთაისში ყოფილი ციხის შენობა
მოუვლელია. შენობის შიგნით და შენობაზე მცენარეებია ამოსული. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობაში მღრღნელები გაჩნდა და მათ სახლებში შედის. მალანიას ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ შეიწამლა მხოლოდ ციხის გარეთა ტერიტორია. აგრეთვე ინგრევა გალავანი, რაც მოსახლეობას ასევე საფრთხეს უქმნის.
გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი შენობა საუკუნეებს ითვლის. შენობა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში აშენდა.
ამ ადგილას ციხე 2005 წელს გაუქმდა. ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალი, #2–ე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე მასალას უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.