გავრცელებული ინფორმაციით,
ქუთაისში არსებული მწერალთა კავშირის შენობა გაიყიდა და იმ ადგილას, მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება.
მწერალთა სახლის შენობის გასხვისებას, ქუთასის მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შენობა აუქციონის წესით გაიყიდა და თანხამ მილიონ ლარამდე შეადგინა.
მწერალთა სახლის შენობაში რამდენიმე ობიექტია განთავსებული, მათ შორის გამომცემლობა და საბავშო სტუდია. ქუთაისის მერიაში არ აქვთ ინფორმაცია მომავლი მშენებლობის შესახებ.
რადიო “ძველი ქალაქი” განაგრძობს თემაზე მუშაობას და დეტალებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.