ქუთაისში ნინოშვილის ბაღში მოსახლეობა მოჭრილი ტოტების დროულად გატანას მოითხოვს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბაღში ბავშვები თამაშობენ და დასხეპილი ტოტები საფრთხეს უქმნის.
“ერთი კვირის წინ მოჭრეს ხეებს ეს ტოტები, დატოვეს ასე, მას შემდეგ არავის მოუკითხავს რომ გადაეტანათ. აქ ბავშვთა გასართობი ბაღი არის, სადაც ბავშვები თამაშობენ ამიტომ ეს ხეები მათ საფრთხეს უქმნის,”-აცხადებს მოქალაქე ჯუმბერ ფხაკაძე.
მოსახლეობა ასევე განმარტავს, რომ ნინოშვილის ბაღში მდებარე შადრევანში რამდენიმე კვირაა უკვე აღარ მუშაობს.
,ქუთ-სერვის ჯგუფ-ში” განმარტავენ, რომ ხეების დაბელვა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა სხვადასხვა უბნებში, მათ შორის ნინოშვილის ბაღშიც, ამიტომ მოჭირილ ტოტებს ეტაპობრივად გაქვთ უბნებიდან, ხოლო შადრევანთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მისი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და გამომდინარე აქედან დროებით შადრევანი არ ფუნქციონირებს.