ქუთაისში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე მოსახლეობას გაურკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
გოჩა გიორგიძე რადიო “ძველ ქალაქთან განმარტავს, რომ მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ტემპერატურის დროს ქუჩაში გასვლისგან.
“მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს სიცხეს, ატაროს ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე, უარი თქვან ყავაზე და ჩაიზე და მიიღონ დიდი რაოდენობით გამაგრილებელი სასმელები და სითხეები, ასევე მზის მხარეს ჩამოაფარონ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. დაკიდონ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში არ აქვთ კონდენციონერი, დაკეტონ კარებები და ფანჯრები,”-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.