ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით
ქუთაისში მორიგი დებატები გაიმართა თემაზე : “ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი: პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილება”. დებატებზე მომხსენებლები იყვენენ არიქტექტორი, ქალაქმგეგმარებელი ირაკლი ჟავანია, ირიბი მოქმედების კიბერთეატრის წევრი გიორგი ხასაია, ურბანისტი დავით გოგიშვილი. შეხვედრას მოდერაციას ქეთვან ბერძენიშვილი უწევდა.
“ადგილობრივი თვითმმართველობა არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ იმაზე რა შედეგს მოუტანს თუნდაც “მაკდონალდსის” მშენებლობისათვის რაღაც მონაკვეთში ნებართვის გაცემა. ჩემი აზრით, საჭიროა უფრო სტრატეგიული ხედვა. როდესაც კონფლიქტია ვთქვათ, ადგილობრივ მაცხოვრებელსა და ბიზნესს შორის, უნდა შეძლოს ხელისუფლებამ ალტერნატული ვარიანტი შესთავაზოს. აეროპორტის გახსნის შედეგად ტურსიტეულ რუკაზე უფრო აქტიურად მოხვდა ქუთაისი. გაიზარდა საქართველოში ზოგადად ტურისტების რაოდენობა, თუმცა ქალაქი მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, რადგან ტრიზმის თვალსაზრისით უამრავი ქალაქია კონკურენციაში ერთმანეთთან”, – განაცხადა ურბანისტმა დავით გოგიშვილმა.
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ შეხვედრაზე ისაუბრა სკევრების გასხვისებასა და ქალაქში კორპუსებზე მიშენებების შესახებ და აღნიშნა, რომ ქალაქის დამახინჯება არ უნდა ხდეობეს.
“კიკვიძის ძეგლტან მიმდინარეობს მშენებლობა. უფრო სწორად, დასრულდა და შენობა დგას უკვე იქ. ტერიტორია გასხვისდა და უნდა გაკეთებულიყო ახალგაზრდული გასართობი ცენტრი, თუმცა აშენებისთანავე შენობას აწრია ქირავდება, რაც არის მოტყუება ხალხის. კორპუსებზე მიშენებები და ქალაქის დამახინჯება 90-იანი წლებიდან დაიწყო და სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. მაგალითად თამარ მეფის ქუჩაზე, უნივერისტეტის წინ კორპუსზე არქიტექტურის სამსახურმა გასცა აივნების მიშნების უფლება. ერთმა უკვე მიაშენა და სხვა რა დიზანის მოიფირებს კიდევ კაცმა არ იცის”, – აღნშნა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ქალქში ეკონომიკური ატივობის შესახებ და ცენტრაული ნაწილის განტვირთვის შესახებ ისაუბრა ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
“წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, სადაცა ეკონომიკური აქტივობა ბიზნესიც იქ ინტერესდება. უნდა დავსვათ კითხვა – ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩემი აზრით ხელისუფლების ამოცანა უნდა გახდეს, რომ ქალაქში გაჩნდეს ახალი მიზიდულობის ცენტრები. რაც გადაანაწილებს დღეს არსებულ ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კონცეტრაციას. მეტ-ნაკლებად მაინც გადაანაწილებს ქალაქის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ აღარ იქნება ინტერსი, რომ მოდი 10 კვადრატული მეტრია ცენტრში და იქ 10 სართულიან შენობას ჩავდგამ. ქალაქში მიზიდულობის ცენტრები ბევრი უნდა გაჩნდეს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად სუნთქვა არ შეიძლება ქალაქის ცენტრში და ჭავჭავაძის გამზირზე. ყველა ობიექტი იქ იყრის თავს. თუ პრივატიზაციის პროცესს დავაკვირდებით, 5-ჯერ, 10-ჯერ, 20-ჯერ იზრდება ფასები იქ სადაც ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრებია, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკურად აქტიური ადგილების გააქტიურებას”, – განაცხადა ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.