ქუთაისში სასმელი წყლის შესახებ შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები
სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის “ასა” ხელმძღვანელობით ქუთაისში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციას მონიტორინგს გაუწევენ. ორგანიზაციები დააკვირდებიან რამდენად ხარისხიანად და დროულად მოხდება ქალაქში წლის სისტემის მოწესრიგება.
მონიტორინგის ჯგუფში არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (ნოდარ ჯიქია), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (ლევან ოყრეშიძე), სამართლიანი არჩვენები (თეონა გოგიშვილი). მონიტორინგში ჩაერთვებიან ქუთაისის ორის სამაჟორიტარო ოლქიდან. სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესს გენადი მარგველაშვილისა და დიმიტრი მხეიძის ოლქებიდან დააკვირდებიან.
სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის “ასა” თავმჯდომარის ზაზა ხელაძის თქმით, შეხვედრას ქუთაისის მერიიდან და საკრებულოდან არავინ დასწრებია.
“ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნამდვილად მონიტორინგი იმიტომ, რომ ბევრი ფული იხარჯება “კობრას” დაახარჯეს 26 მილიონი და ვერ მივიღეთ ისეთი შთამბეჭდავი შედეგი რასაც გვპირდებოდნენ. ახლა 83 მილიონია გამოყოფილი და SMK ასრულებს სამუშაოებს და კვალავ არ არის ის შედეგი რასაც ველოდით. ჩვენ ვიწყებთ ინტენსიურ ერთწლიან მონიტორინგს სასმელი წყლის, რათა შევამოწმოთ რამდენად სწორად გაკეთდება და შესაბამისად პროექტთან”, – განაცხადა სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის “ასა” თავმჯდომარემ ზაზა ხელაძემ.