იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით,
ქუთაისის ნიღბების თეატრში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები 250 – მდე სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვისთვის უფასო წარმოდგენა გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო.
” ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების მიმართ ყურადღება, განსაკუთრებით კი იმათ მიმართ ვისაც უჭირს ესენი არიან სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვები და ვფიქრობ, რომ ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატარებს ცნობილი ზღაპრებისა და მულტფილმების გმირების ნახვის საშუალება ჰქონდათ, მათ ასევე, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.