გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის
ხელმძღვანელი ირაკლი ტურძელაძის ინფორმაციით, ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე დაზიანებული წყლის სისტემა დღის ბოლომდე უნდა გაკეთდეს.
“19-ში შემოვიდა წყლის მილის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჩვენთან და დღის ბოლომდე გაკეთდება”, – ამბობს ირაკლი ტურძელაძე.
წყლის სისტემის რეაბილიტაციის გრანდიოზულ პროექტს ქუთაისში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 85 მილიონზე მეტია. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი 2018 წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს. ამ პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სხვა ქუჩებთან ერთად გაპონოვის ქუჩას, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში წყლის მილები დაახლოებით 25-ჯერ დაზიანდა.